Apple-ის მომდევნო WWDC 2018-ის ღონისძიება 4 ივნისს — სან-ხოსეში, კალიფორნიაში გაიმართება.
კონფერენცია ჩვენი დროით 21 საათზე დაიწყება და როგორც ყოველთვის საქართველოში ღონისძიებას გემუგი უმასპინძლებს.
როგორც მოსალოდნელია ღონისძიებაზე იქნება ახალი ოპერაციული სისტემების პრეზენტაცია და სავარაუდოდ ორი ახალი გაჯეტი — iPhone SE 2 და iPad-ი.
კიდევ რას ელოდებით ამ WWDC-ს ღონისძიებაზე?