Gemug-ის მხრიდან ევროპის ქალაქებში მდებარე სხვადასხვა Apple Store-ებიდან და მუზეუმებიდან ფოტო/ვიდეოს მოწოდება ტრადიციად ვაქციეთ. ახლა უკვე ჩეხეთში ვართ.
ეფლის მუზეუმი რომელიც ჩეხეთში, კონრეტულად პრაღაში მდებარეობს, ბრენდის მთელ ისტორიას ინახავს, დაწყებული 1976 წლის პირველი მოწყობილობიდან — დამთავრებული ბოლო ინოვაციამდე. კუპერტინოელებმა იგი 2015 წლის ბოლოს გაიხსნეს.
ვინც პრაღაში არ არის ნამყოფი, ჩვენ შევეცდებით მათ ონლაინ მოგზაურობა მოვუწყოთ. ამაში ამ მუზეუმის ოფიციალურ საიტიც შეგვიწყობს ხელს: Applemuseum
მაშ ასე, ესეც ჩვენს მიერ გადაღებული ფოტოები:
აქვე დავაანონსებთ ხვალინდელ სტატიას: სტივ ჯობსი ვეგეტერიანელი იყო და თავისი განსაზღვრული მენიუ ჰქონდა. “Steven’s Food” არის რესტორანი, რომელიც მუზეუმთან ახლოს მდებარეობს, ამ რესტორნის მენიუში კი მხოლოდ ის საჭმელია, რომელსაც სტივ ჯობსი ჭამდა.
ხვალ შევეცდებით ამ რესტორანსაც ვესტუმროთ 😉