სიახლეები

iPhone SE 2-ის შალითამ მისი დიზაინი დაადასტურა

997views

ინტერნეტ სივრცეში უკვე დიდი ხანია იწერება iPhone SE 2-ის დიზაინის შესახებ. გუშინ შალითების ერთ-ერთმა მწარმოებელმა ახალი დიზაინი წარმოადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი დაბალბიუჯეტური iPhone სწორედ ასეთი იქნება.

სურათიდან თუ ვიმსჯელებთ — ის ისეთივე სტილშია გაკეთებული, როგორც iPhone X.

ის ასევე იმეორებს ახალი iPhone-ების სტილს უკანა პანელის შემთხვევაში, რომელიც შუშის იქნება. გარდა ამისა ახალ SE-ში შეცვლილია კამერის დიზაინი, მისი კიდეები უფრო მომრგვალებულია.

ეს არ არის პირველი სიახლე სადაც ზუსტად ასეთ დიზაინს ვარაუდობენ. როგორ ფიქრობთ, იქნება ასეთი ახალი iPhone SE 2?

წყარო: 9to5

 

Comments

comments

Leave a Response