სიახლეები

LG დარწმუნებულია, რომ კუნძული ეკრანზე Apple-ზე ადრე მოიფიქრა

1.28Kviews

iPhone X-ის განმასხვავებელ ნიშნად ის კუნძული შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც ეკრანის ზედა ნაწილში აქვს ამ მოდელს. როდესაც ეფლმა წარმოადგინა ეს მოდელი, კომპანიის მისამართით უმარავი კრიტიკა და დაცინვაც კი წამოვიდა. ახალ მოდელს ყველაზე მახინჯი ტელეფონიც კი უწოდეს.

აი შემდეგ კი ეს საფირმო კუნძული სხვა კომპანიებსაც მოეწონათ. მისი მკოპირება დაიწყეს არა მარტო უსახელო ჩინურმა კომპანიებმა, არამედ.  A კლასის მწარმოებლებმაც კი.

კორეული LG კიდევ უფრო შორს წავიდა. კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კუნძულიანი ტელეოფნების გამოშვება ეფლზე გაცილებით ადრე ჰქონდათ დაგეგმილი.

ჩვენ ვგეგმავდით ასეთ დიზაინს ეფლამდე უფრო ადრე. ეკრანის დიზაინი შესაძლოა ისევე გამოიყურებოდეს, მაგრამ სინამდვილეში სხვაობა არის.

მობილური განყოფილების ხელმძღვანელი ხვან ჩონ ხვანი

განცხადება მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც LG G7 ThinQ-ს აიფონის კლონი უწოდეს.

Huawei, Asus, LG — ეკრანის კუნძულს პრაქტიკულად ყველა მწარმოებელი აკოპირებს. გუგლიც კი ჩაერია და განაცხადა, რომ Android P-ში გამოჩნდება ასეთი კუძულის მხარდაჭერა.

მხოლოს Samsung დგას განცალკავებით. ამ კომპანიის დიზაინერებმა შეძლეს ეკრანის სწორი ფორმების შენარჩუნება, ხოლო ეკრანის ზედა ნაწილი ქვედა ნაწილის სიმეტრიულია.

მიუხედავად ამისა, ინსაიდერები გვარწმუნებენ, რომ 2019 წლის აიფონების ხაზს შესაძლოა აღარ ჰქონდეს ეს კუძული. თუ რას იზამენ კონკურენტები, ძნელი გამოსაცნობი არ არის.

წყარო: MR

Comments

comments

Leave a Response