სიახლეები

iPhone X-ის მაღალი ფასი, Samsung-მა გამოიწვია

898views

Samsung Electronics-მა, Hynix-მა და Micron Technology-მა ერთობილივი ძალებით, მონოპოლიურად შეეცადნენ, რომ DRAM მეხსიერების ჩიპებზე მაღალი ფასი შეენარჩუნებინათ. ამ იფნორმაციას იურიდიდიული ფირმა — Hagens Berman-ი იუწყება.

კომპანიების უკანონო საქმიანობამ, უარყოფითი გავლენა იქონია DRAM ჩიპების ფასზე.

Hagens Berman-ის იურისტებმა აწარმოეს დაკვირვება და შეისწავლეს ეს საკითხები. მათი განცხადებით, Samsung-მა Hynix-მა და Micron-მა ერთობლივი ძალებით შეიმუშავეს გეგმა, თუ როგორ უნდა შეექმნათ DRAM ჩიპების ხელოვნური დეფიციტი.

კომპონენტების ნაკლებობა მწარმოებლებს აიძულებს, რომ მაღალი ფასი დააწესონ, ვიდრე საშუალო ბაზარზეა. აქედან გამომდინარე, მიწოდების ხელშეკრულების პირობები Apple-სთვისაც არასასურველი გახდა.

“ეს კლასიკური სქემაა კომპანიებს შორის, იმისთვის, რომ უზარმაზარი ფასები შეიქმნას იმ პროდუქციაზე, რომლებზეც სტაბილურად დიდი მოთხოვნაა” — აცხადებს Steve Berman-ი — Hagens Berman-ის მართველი.

Comments

comments

Leave a Response