ქსელში არაერთხელ გამოჩნდა ჭორი იმის შესახებ, რომ მალე macOS და iOS აპლიკაციები უნივერსალურად გაეშვება ორივე პლათფორმაზე. ჯონ გრუბერის განცხადებით, წელს ეფლი ვერ მოასწრებს ამ ფუნქციის დასრულებას.
სიახლე სავარაუდოთ 2019 წელს იქნება ხელმისაწვდომი, macOS 10.15-ში და iOS 13-ში.
გრუბერმა და კიდევ რამდენიმე წყარომ არაერთხელ დაადასტურეს, რომ კუპერტინო მუშაობს სრულიად ახალ ინტერფეისზე, რომელიც საშუალებას მგვცემს გავუშვათ უნივერსალური აპლიკაციები.
ფაქტობრივად, Apple წყვეტს ინტერფეისების UIKit (iOS) და AppKit (macOS) უნიფიკაციის საკითხს. კომპანიას მოუწევს ჰიბრიდული სამომხმარებლო ინტერფეისის შექმნა.
თუმცა, გრუბერის მოსაზრება და დათქმული ვადა სრულიად რეალურია. ადრე ეფლის წარმომადგენლებმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ iOS 12-ში და macOS 10.14-ში გლობალური ცვლილები არ იგეგმება.
წყარო: MR