სიახლეები

Apple-ის კალენდრული ანგარიშების გამოქვეყნებამდე 1 დღე დარჩა

615views

2018 წლის 1 მაისს Apple-მა მსოფლიოს თავისი შედეგების შესახებ უნდა შეატყობინოს. ეს არის პირველი კალენდრული კვარტალი (მეორე ფისკალური კვარტალი) ამჯერად ანალიტიკოსები ცოტას ნერვიულობენ, ამ პერიოდში ვერავინ იტყვის წინასწარ თუ რა ანგარიშები იქნება Apple-ისგან. Wall Street-ში განწყობა ასე შეაფასეს — “პანიკა” — იუწყება როიტერი.

სხვადასხვა კვლევებისა და გამოკითხვების მიხედვით, Apple-ის ახალი სმარტფონი iPhone X, რომელიც ყველაზე აღმაფრთოვანებელ iPhone-ად არის შერაცხული, იმაზე მეტი იყიდება ვიდრე ეს Apple-ს წარმოედგინა. მიუხედავად ამისა, არსებობს ხალხის ის კატეგორიაც, ვინც ამ ინფორმაციას უარყოფს და ვისაც მიაჩნიათ, რომ iPhone X-ის გაყიდვები Apple-ის მოლოდინებს არ შეესაბამება. ამას გარდა ვიცით, რომ Apple-ს Qualcomm-თან კომფლიქტი აქვს, მაგრამ მას ასევე აქვს სათადარიგო გეგმა intel-ის სახით.

1 მაისს Apple-ისგან ბევრ საინტერესო ინფრომაციას მივიღებთ. კერძოდ, კომპანია გამოაქვეყნებს iPhone-ის iPad-ის და Mac-ის ოფიციალურ გაყიდვების მონაცემებს. რა თქმა უნდა ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ იგივე მონაცემის მოლოდინი არ გვქონდეს, რაც ახალი წლის დასვენების დღეებში იყო.

ბოლო კვარტლური ანგარიშების გამოქვეყნების დროს, Apple-მა თქვა, რომ ისინი მეორე კვარტლის ბოლოს მოგების 60 მილიონ დოლარს მიიღებენ. კომპანიამ შარშან ამ დროს 44 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

 

 

Comments

comments

Leave a Response

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

საქართველოს ეფლის მომხმარებელთა ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი