iOS 11-ის ოპერაციულ სისტემაზე, 22 აპრილის მონაცემებით 76% ფიქსირდება — Apple-მა დღეს დეველოპერებისთვის 22 აპრილის ჩათვლით აღრიცხვული სტატისტიკა გამოაქვეყნა.
მოწყობილობების 19%-ი კვლავ iOS 10-ზე ჩერდება, ხოლო 5% სხვა უფრო ძველ ვერსიებს იყენებენ. მაგალითად iOS 9, რომლიდან ზევით ასვლასაც მოხუცი მოწყობილობებისთვის შეუძლებელია, მაგრამ iPhone-ს ჯერ კიდევ შეუძლია მუშაობა.
iOS 11-ზე გადასვლის პროცესი, საბოლოოდ განახლებებიდან გამომდინარე საგრძნობლად დაჩქარდა, რადგან კომპანიამ ყველა არსებული ხარვეზი უგულებელყო.
რაც შეეხება ჩვენი “მოძმე” კომპანია Google-ის ოპერაციულ სისტემას, მის შესახებ ბევრს არ ვისაუბრებთ, უბრალოდ გეტყვით, რომ 16 აპრილის მონაცემებით Android-ის ბოლო ვერსიაზე მხოლოდ 4.6 პროცენტი ფიქსირდება, დანარჩენი მოწყობილობები კი კვლავ ძველ — 2014, 2015, 2016 წელს გამოსული საოპერაციო სისტემებზე ჩერდებიან. გრაფიკი:
წყარო: MacRumors