სტუდია Northcube AB-ის დეველოპერებმა დაწერეს აპლიკაცია Apple Watch-ებისთვის, რომელიც ადამიანებს ხვრინვის მოშორებაში დაეხმარებათ.
აპლიკაციას შეუძლია მოისმინოს თქვენი ხვრინვის შესახებ და ვიბრაციის გზავნილებით, გაგრძნობინოთ, რომ ძილის სხვა ტაქტიკა, სხვა პოზიცია შეარჩიოთ. თუ საათს ლოგინში არ მოიხსნით, ის მუდმივად აღრიცხავს თქვენი ხვრინვის ხანგრძლივობას.
ამას გარდა, აპლიკაცია ითვლის თქვენი ძილის ციკლს, ასევე აქვს ჭკვიანი მაღვიძარის ფუნქცია და იგი მუდმივ მონიტორინგს აწარმოებს თქვენს ძილზე.
ეს ტექნოლოგია, დეველოპერების განცხადებით სიახლეა და ის უკვე დაპატენტებულია — ძილის დროს ხმის ჩანაწერის ფუნქცია — ძილის ხარისხის ანალიზი — ძილის ციკლის მონიტორინგით.
გარდა ამისა, აპლიკაცია მთელი ღამის განმავლობაში ითვლის თქვენი გულის ცემას, ეს ფუნქცია ძალიან მნიშვნელოვანია ტაქიკარდიისა და ჰეპერტენზიის მქონდე პაციენტებისთვის.