იაპონური ავტორიტეტული მაუწყებელი Macotakara ახალ ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც Apple-ის iPhone SE 2-ის ხაზს შეეხება. მათი ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ Apple სექტემბერში სამი ახალი iPhone-ის წარმოებას აპირებს, iPhone SE 2-ს ახლა — მაისში წარმოგვიდგენენ. ახალი თაობის iPhone SE იგივე ზომის, 4 ინჩი იქნება.
ახალი SE მიიღებს A10 პროცესორს, იგივეს რაც iPhone 7-ს აქვს. ასევე მიიღებს NFC-ს მხარდაჭერას უკონტაქტო გადახდებისთვის.
ასევე არის ვერსია, რომ ახალ 4 ინჩიან iPhone-ს კვლავ ექნება AUX-ის ჯეკი. ამას გარდა — არის ვარაუდი, რომ მას ექნება უკაბელი დამუხტვის მხარდაჭერაც. მაგრამ ამ მოსაზრებას ბევრი არ ეთანხმება, რადგან ამისთვის საჭიროა, რომ სმარტფონის უკანა მხარე შუშის იყოს და არა ლითონის.
წყარო: 9to5mac