სიახლეები

შესაძლოა iPhone 5S-ს iOS 12-ის მხარდაჭერაც ქონდეს

1.39Kviews

iOS 12 რომელსაც Apple ივნისში წარმოგვიდგენს, შესაძლოა iPhone 5S-საც მოერგოს. ინფორმაციას ჯურნალი MacGeneration-ი ავრცელებს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ WebKit-ის სიმულატორში iPhone 5S-ზე უახლესი ვერსიის iOS 12-ის მითითებაც შესაძლებელია. მიუხედავად ამისა მაინც რთულია დაჯერება, როცა ვიცით, რომ iPhone 4-სა და iPhone 5-ზე ბოლო ვერსიები iOS 9 და iOS 10-ა.

როგორც 9to5Mac-ის რეპორტიორები აღნიშნავენ, რეზოლუციის თვალსაზრისით თუ ვიმსჯელებთ, როგორც iPhone SE-სთვის იქნება თავსებადი — ანალოგიურად შეიძლება iOS 12-ის მორგება iPhone 5S-ზეც.

iOS 12-ის პრეზენტაციას Apple WWDC 2018-ის ღონისძიებაზე წარმოგვიდგენს, ხოლო გლობალური განახლებები შემოდგომის ღონისძიების შემდეგ მოხდება.

 

Comments

comments

Leave a Response

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

საქართველოს ეფლის მომხმარებელთა ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი