სიახლეები

სმარტფონების ბაზრის მოგების 86 პროცენტს Apple ფლობს! (Q4)

1.28Kviews

კომანია Counterpoint-ის კვლევების თანახმად, სმარტფონების მსოფლიო ბაზრის მოგების 86%-ს Apple იკავებს — აღრიცხვა მეოთხე კვარტლის მიხედვით მოხდა.

კომპანიამ მოახერხა წლიური შემოსავლების 1%-ანი ზრდა, რაც ძალიან დიდ თანხებს უდრის.

ყველაზე მომგებიანი ფლაგმანი, როგორც მოსალოდნელი იყო iPhone X გახდა. მსოფლიო სმარტფონების ბაზარზე, iPhone X-ის როლი 35 პროცენტია, რაც განსაცვიფრებელი ციფრია. ამგვარად, ერთმა მოწყობილობა მოიტანა ხუთჯერ მეტი ფული, ვიდრე 600-ზე მეტმა Android სმარტფონმა. ეს მართლაც შთამბეჭდავი და დაუჯერებელი შედეგია.

ფოტოზე მოყვანილ გრაფაში თვალნათლივ ჩანს თუ როგორ დომინირებენ ბაზარზე Apple-ის სმარტფონები, ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ Apple-ის ხანდაზმულ სმარტფონსაც კი საინტერესო პროცენტები მიენიჭა. ეს ყველაფერი კი Apple-ის სიძლიერეზე მიგვანიშნებს.

წყარო: MacRumors

Comments

comments

Leave a Response

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

საქართველოს ეფლის მომხმარებელთა ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი