გუშინ Apple-მა დეველოპერებისთვის iOS 11.4-ის ბეტა 2-ის განახლება გამოუშვა. ამ განახლებაში კომპანია დაამტა ახალი ფონი, რომელიც ახალ წითელ iPhone 8-ს დაემატა.
მაგრამ არსებობს კიდევ ერთი საინტერესო და გამოსადეგი სიახლე, რომელიც უშუალოდ iPhone X-ს დაემატა. ახლა iPhone შალითის დახურვისთანავე დაიბლოკება — ისევე როგორც iPad-ი.
აღსანიშნავია, რომ ეს ფუნქცია მუშაობს ტყავის შალითის შემთხვევაშიც — მაგნიტის დახმარებით.