სიახლეები

Face ID და Touch ID პაროლებს მალე სრულფასოვნად ჩაანაცვლებს

673views

WebAuthn მალე საშუალებას მოგვცემს, საიტებსა და სხვადასხვა სერვისებში ავტორიზაცია ალფანუმერული პაროლების გარეშე გავიაროთ და გადავიდეთ ისეთ ტექნოლოგიებზე როგორიცაა Face ID და Touch ID. პირველად ამ ტექნოლოგიას დეველოპერები ბრაუზერებზე ტესტავენ, როგორც ცნობილია პირველად მხარდაჭერას “მელია” ბრაუზერი მიიღებს — მოზილა, რომელიც პირველი იქნება ვინც WebAuthn-ის მხარდაჭერა ექნება.

ჩვენთვის სასიხარულოდ, როგორც წყაროები იტყობინებიან, ამ სიახლეში ჩვენი საყვარელი კომპანიაც იღებს მონაწილეობს. ჯერჯერობით მხოლოდ ის ვიცით, რომ WebAuthn-ი Apple-ის გეგმებში შედის. ზუსტად როდის მოხდება ამ სისტემის დანერგვა Safari-ში უცნობია.

თითისა ან სახის ანაბეჭდით საიტზე შესვლის უნარის დანერგვა, არა მხოლოდ გაამარტივებს იდენტიფიკაციას, არამედ შეამცირებს პაროლის ქურდობის ალბათობას. ჩვენი აზრით, Apple-სთვის ეს სერვისი მნიშვნელოვნად საინტერესო უნდა იყოს, რადგან ეს უნარი უსაფრთხოების გაუმჯობესების თვალსაზრისითაც დიდ ნაბიჯებს გადადგამს.

Comments

comments

Leave a Response