iOS 12-ის ჩვენება სულ რამოდენიმე თვეში მოხდება, Apple-ი მის პრეზენტაციას WWDC 2018-ის ღონისძიებაზე წარმოგვიდგენს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით Apple-ის მიერ ახალ სისტემაზე არაფერი ვიცით, ეს დიზაინერებს ხელს არ უშლის და კონცეფციების შექმნას აგრძელებენ.
დიზაინერების აზრით ეს კონცეფცია ძალიან ახლოსაა რეალურთან და ვიდეო დიდ ხნის, ლოგიკურად აწყობილი ნაშრომია. ვიდეოში ნაჩვენებია ის სიახლეები, რასაც მომხმარებლები ელიან კომპანიისგან.
— ჯგუფური ზარის განხორციელების მხარდაჭერა FaceTime-ს;
— წარწერა ეკრანზე ჩამქრალ მდგომარეობაში;
— სრულფასოვანი შავი ფერის თემა;
— შეტყობინებების ნიშანი ჩამქრალ ეკრანზე;
— ახალი ემოჯი და ანიმოჯი;
— შეხსენებების აპის სრულიად განახლება;
— სისტემის ბევრი განახლებული ელემენტი;
რა თქმა უნდა საოცარი კონცეფციაა, მაგრამ Apple-ს შესაძლოა სხვა გეგმები ჰქონდეს. მათთვის მნიშვნელოვანი დაცულობა და სტაბილურობაა. ჩვენ კი იმედი გვაქვს მომხმარებლების მოლოდინებს გაამართლებენ.