მიუხედავად იმისა, რომ Apple-მა ცოტა ხნის წინ ახალი iOS 11.3 გამოუშვა და მოწყობილობები დასტაბილურდა, ამ ფაქტმა ყველა ბოლომდე მაინც არ დააკმაყოფილა. სმარტფონების დელერაციის ფაქტიც დამალვის საფუძველზე — კორეულმა კომპანია Hannuri Law-მა სასამართლოში საჩივარი შეიტანა. აღსანიშნავია, რომ ეს კომპანია 63 767 ადამიანს წარმოადგენს. ეს არის ყველაზე მსხვილი და მასიური საჩივარი, რაც ოდესმე Apple-ის მიმართ ყოფილა.
მიუხედავად იმისა, რომ Apple-მა განაცხადა ამის შესახებ და თქვა, რომ ეს პროცესი მათ მოწყობილობების უეცრად გათიშვის თავიდან აცილების მიზნით იყო — მომხმარებლების გარკვეულმა ნაწილმა გამოთქვა უკმაყოფილება, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ კომპანიამ ასეთი პროცესების ჩატარებამდე მომხმარებლებს უნდა შეატყობინოს.
საჩივრის ავტორები დარწმუნებულნი არიან, რომ Apple iPhone-ების შენელების ფაქტს შეგნებულად მალავდა, რადგან ეს ფაქტორი მომხმარებლებს სტაბილურად აიძულებდათ, რომ ახალი iPhone ეყიდათ. თუ Hannuri Law-ი სასამართლო პროცესში გაიმარჯვებს, Apple-ს მოუწევს 11.88 მილიონი დოლარი გადაიხადოს ან თითოეულ მომხმარებელს 187 დოლარი.
თუ დავაკვირდებით Apple-ს საკმაოდ ძვირად დაუჯდა სმარტფონების შენელების ფაქტი, რადგან კომპანიას ამ ფაქტის შემდეგ 50%-ით მეტი უკმაყოფილო მომხმარებელი ჰყავდა. ამას გარდა, გასული წლის დეკემბრის თვეში კომპანიამ გააკეთა მიმართვა, რომ ისინი მომხმარებლებს iPhone-ების აკუმულატორის შეცვლასთან დაკავშირებით დიდ ფასდაკლებას სთავაზობდნენ. ამ თვის მარტში კი მივიღეთ განახლება, სადაც დაგვემატა ახალი ფუნქცია, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია ჩვენი ბატარეის მონიტორინგი ვაწარმოოთ.