ჩვენ ყველანი ველოდებოდით 27 მარტის ღონისძიებას, მაგამ Apple-მა განაცხადა, რომ მისი პირდაპირი ჩვენება არ შედგება. კომპანიამ განაცხადა, რომ ეს ღონისძიება განათლების სფეროზეა ორიენტირებული.
იგი გაიმართება ჩიკაგოს კოლეჯების კედლებში. ახალი პროდუქტის დემონსტრირების არაჩვეულებრივ ადგილას.
Apple-მა დღეს Apple TV-ს აპლიკაციაში ოფიციალურად განაცხადა, რომ მსოფლიო ტრანსლაციას არ უნდა დაველოდოთ.
კუპერტინოელები რამოდენიმე დღის მერე ღონისძიების ჩანაწერს გაავრცელებენ. ასევე ვარაუდობენ, რომ კომპანია ამ ღონისძიებაზე ახალ მოწყობილობებს არ წარმოგვიდგენს.
მაგრამ თუ Apple ჯერ კიდევ გადაწყვეტს რაიმე მოწყობილობის პრეზენტაციაზე წარდგენას, ღონისძიების ვიდეოს გავრცელებამდე ეს ჩვენ გვეცოდინება 😉