სიახლეები

Apple Watch-ის დიაგნოსტიკური ანალიზი 97%-ით ზუსტია

436views

Apple Watch-ზე დიდ ხნიანი მუშაობისა და ძალისხმევის შემდეგ, კალიფორნიაში, სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტის ექსპერტებმა ის სრულფასოვან დიაგნოსტიკურ ინსტრუმენტად გადააქციეს — მან კარდიოგრამის უნარი შეიძინა.

ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ მას შეუძლია არითმიის გამოვლენა. პროცედურის სიზუსტე კი 97%-ს შეადგენს.

ექსპერიმენტის ჩატარების პროცესში კარდიოგრამის გადაღება 139 მილიონჯერ მოხდა და მომხმარებლების მონაწილეობის რაოდენობამ 9750 ადამიანს მიაღწია. დიაგნოსტიკური მონაცემების ანალიზის შემოწმება ქსელ DeepHeart-ს დაევალა, რომელთა საქმიანობაც ადრეულ ასაკში ჰიპერტენზიის, ძილის, დიაბეტისა და სისხლის დაავადებების გამოვლენაა.

მრავალმა ლაბორატორიულმა ექსპერიმენტებმა აჩვენეს, რომ Apple Watch გვანიშნებს არითმიის ნიშნებზე და ის ძალიან ახლოს არის პროფეისულ სამედიცინო აპარატთან. სიზუსტე დაახლოებით 97-98%-ს შეადგენს, რაც ნამდვილად განსაცვიფრებელი შედეგია და დეველოპერები ამისთვის ოვაციებს იმსახურებენ.

მანამდე იგივე ექსპერიმენტი სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს, პროექტის ფარგლებში დაიწერა აპლიკაცია Apple Heart Studio, რომლითაც საათის დიაგნოსტიკურ შესაძლებლობებს განსაზღვრავდნენ — შედეგის სიზუსტე 93%-ს შეადგენდა.

Comments

comments

Leave a Response