არსებობს უამრავი ჭორი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი საყვარელი კომპანია ისევ გაგვახარებს და 2018 წლის შემოდგომაზე 3 ახალ სმარტფონს წარმოგვიდგენს. ეს ინფორმაცია მარტივად დასაჯერებელია, რადგან ზუსტად ასე მოიქცა Apple წინა 2017 წლის სექტემბერში.
როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ მომდევნო მოდელი iPhone X-ის ხაზის გაგრძელება იქნება, რომელიც სავარაუდოდ ზომებშიც შეიცვლება და ის უფრო წარმადი გახდება.
ერთ-ერთმა დიზაინერმა მოამზადა ვიდეო, რომელშიც ის iPhone X Plus-ის სავარაუდო კონცეპტს წარმოგვიდგენს. ის რეალურად იგივე ფორმისაა, იგივე კუნძული და ისევ ჰორიზონტალურად განლაგებული კამერები. რაც შეეხება ზომებს, ვარაუდობენ, რომ ის 6.5 ინჩი იქნება.
დიზაინერის აზრით მთავარი განახლება შიგნიდან მოხდება, გაუმჯობესდება კამერა, სახის ამოცნობის ტექნოლოგა Face ID და აკუმულატორის ეფექტური მოხმარება.