დღეს Apple-მა ოფიციალური განცხადება გააკეთა — ღონისძიება 27 მარტს, ჩიკაგოში გაიმართება.
თუ ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციებით ვიმსჯელებთ, ღონისძიებაზე კომპანიამ ახალი iPad-ი უნდა წარმოგვიდგინოს. წყაროების თანახმად ვიხილავთ ორ განახლებას, ეს იქნება iPad mini და ახალი iPad Pro სახის ამოცნობის მხარდაჭერით.
ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ ვიხილავთ iPhone-ის დაბალ ფასიან მოდელს — iPhone SE-ს მეორე თაობას.
საქართველოში Apple-ის ღონისძიებას ტრადიციულად ორგანიზაცია GeMUG-ი უმასპინძლებს, ივენთი ჩვენი დროით საღამოს 19 საათზე დაიწყება.