სიახლეები

Apple-ის კომპიუტერი რეიტინგის სათავეშია!

402views

Apple-ის კომპიუტერებმა ყველაზე საიმედო მოწყობილობის სათავეში ადგილი, “A+” კვალიფიკაციით — Rescuecom-ის სარემონტო მაღაზიათა ქსელის სპეციალისტების შეფასებით მიიღეს. საიმედოობის დასკვნა გაკეთდა მესაკუთრეთა რაოდენობის საფუძველზე, თუ რამდენად იშვიათად სჭირდებათ Mac-ის მფლობელებს თავანთი კომპიუტერის შეკეთება.

Rescuecom-ის რეიტინგში რვა სხვადასხვა მწარმოებელი ფიქსირდება. საიმედოობის რეიტინგში, მეორე ადგილს სამხრეთ კორეული კომპანია Samsung-ი იკავებს, რომელშიც შედის სამაგიდე და პორტატული კომპიუტერები. მიუხედავად იმისა, რომ Apple მასზე ორჯერ უკეთესია, Samsung Electroncs-ი “A-“-ით დააჯილდოვეს.

Lenovo-მ და Microsoft-მა, რომლებიც კომპიუტერულ ბაზარზე დადებითი გამოცდილებით გამოირჩევიან, მე-3 და მე-4 ადგილები დაიკავეს. თუმცა Rescuecom-ის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ Lenovo-ს ThinkPad 13 და Microsoft-ის Surface Book 2 ძალიან საიმედო მოწყობილობებია.

სტატისტიკურად უკვე წლებია ვხედავთ, რომ Apple-ის კომპიუტერების გაყიდვის მაჩვენებელი საგრძნობლად იმატებს, მაგრამ ეს ჩვენ ნაკლებად გვაოცებს. მთავარი და მნიშვნელოვანი განსაცვიფრებელი ის ფაქტია, რომ კუპერტინოელები მომხმარებლების გაოცებას თავიანთი მაღალი ხარისხის სტანდარტებითა და სტაბილურობით ახერხებენ.

Comments

comments

Leave a Response