სიახლეები

როგორი შეიძლება იყოს მომავალი MacOS 11? (კონცეფციის ფოტოები)

494views

მსოფლიოში ერთ-ერთმა ცნობილმა დიზაინერმა — ალვარო პაბესიომ ახალი ოპერაციული სისტემის, MacOS 11-ის კონცეფცია წარმოგვიდგინა. მისი აზრით iOS-ის 10.13-დან 11-მდე ძალიან ბევრი ცვლილება მოხდა, რაც MacOS-ის განახლებაზეც იმოქმედებს.

კლასიკური მენიუ ბარი, რომელიც თითქმის არასდროს არ იცვლებოდა, ძალიან გამარტივდა. შეტყობინებების ცენტრმა მიიღო ახალი ვიჯეტები.

დიზაინერის პროგნოზით, შესაძლებელი იქნება iOS-ის ნებისმიერი აპლიკაციის გაშვება Mac-ზე, რაც ხელს შეუწყობს Handoff-ს მესამე მხარის დეველოპერებისთვის.

გარდა ამისა ჩვენ ველით განახლებულ Finder-ს, Sidebar-ს, სრულიად ახალ ინტერფეისს iTunes-ში და Animoji-ს მხარდაჭერას შეტყობინებებში.

ეს უდავოდ ამბიციური კონცეფციაა, მაგრამ ყველაფერი ესე მარტივად არ არის. Apple-ის გეგმები ცოტა სხვაგვარია, რომელიც ფოკუსირებულია სტაბილურობასთან. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უახლოეს მომავალში კომპანია ამ იდეებს გააცნობიერებს.

Comments

comments

Leave a Response

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

საქართველოს ეფლის მომხმარებელთა ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი