სიახლეები

Apple-ის მომხმარებლები მეორად მოწყობილობებს არ ასხვისებენ

595views

სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, Apple-ის მომხმარებლები თავიანთ ძველ მოწყობილობებს ნაგვის ურნაში არ ათავსებენ. დაახლოებით 64%, მიუხედავად იმისა რომ ახალ მოწყობილობაზე გადავიდა, თავის ყოფილ (ძველ) iPhone-ს, iPad-ს, Mac-ს და Apple Watch-ს კვლავ აქტიურად იყენებს.

ორგანიზაცია Asymco-ს მიერ წარმოდგენილი ეს მონაცემები, Apple-ის მომხმარებლების ლოიალურობას ასახავს და მიუთითებს, რომ პროდუქტები იმაზე უკეთესია ვიდრე გვგონია. მიუხედავად იმისა, რომ  განახლება ძველ მოწყობილობას უხერხულ მდგომარეობაში აგდებს, ახლის მყიდველი ამ მოწყობილობის გამოყენებასაც განაგრძობს. აქედან გამომდინარე, კვლევამ აჩვენა რომ იმ მოწყობილობებს, რომლებსაც Apple აღარ აწარმოებს, მომხმარებლების ორი მესამედი კვლავ აქტიურად იყენებს.

თუ ადამიანები Apple-ის პროდუქციის გამოყენებას, საგარანტიო პერიოდის დასრულებიდან რამდენიმე წლის შემდეგ აგრძელებენ, ეს მხოლოდ ერთ რამეზე მიგვანიშნებს: ისინი აბსოლიტურად კმაყოფილი არიან გაჯეტებით.

Comments

comments

Leave a Response

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

საქართველოს ეფლის მომხმარებელთა ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი