მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტებმა Samsung Galaxy S9-ის და S9 Plus-ის კამერის უკეთესობა აღნიშნეს, Apple-ის ფლაგმანმა მის ძირითად კონკურენტებს ფაქტიურად შანსები არ დაუტოვა. iPhone X-მა ყველა სინთეზურ ტესტში პირველი ადგილი დაიკავა და მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში iPhone 8 უკეთესი იყო ვიდრე Samsung-ის ახალი სმარტფონი.
AnandTech-ის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით პირველ ადგილს A11-ის პროცესორი იკავებს, რომელიც iPhone 8-შია გამოყენებული. ამავე დროს, Samsung-ის ახალი სმარტფონის 9810 ჩიპი მხოლოდ მესამე ადგილზეა. Snapdragon 845 რომელიც Galaxy-ს რამდენიმე მოდელშია გამოყენებული, მეოთხე ადგილს იკავებს.
WebXPRT ტესტში, რომელიც ზომავს JavaScript-სა და (HTML5) ამოცანების სიჩქარეს, iPhone X აქაც პირველზე გავიდა, უკან კი მოჰყვა iPhone 8.
Galaxy S9 მეცხრე ადგილს დასჯერდა, რომელიც iPhone 7-ზე 3 პოზიციით ქვევით იმყოფება.