კლინიკების ქსელი AC Wellness-ია, რომელსაც უკვე საკუთარი საიტიც აქვს. ეს კლინიკები მხოლოდ Apple-ის თანამშრომლებისთვის იქნება განკუთვნილი — წერს foxnews-ი.
სპეციალურ ვებ-გვერდზე მედიკოსებისთვის ვაკანტური სამუშაო ადგილებია განთავსებული.
კლინიკის გახსნა მიმდინარე წლის გაზაფხულშია დაგეგმილი.
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ყოველწლიურად 69 მილიონი თანამშრომელი არ ცხადდება სამსახურში, რაც ქვეყნის ეკონომიკას 260 მილიარდი დოლარით აზარალებს.
წყარო: foxnews