როგორც პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Cellebrite-ის ოფიციალური ვებ-გვერდი წერს, მათ ნებისმიერ iOS 11-ზე მომუშავე iPhone-სა და iPad-ის გატეხვა შეუძლიათ. კომპანია Cellebrite ოფიციალურად FBI-სა და ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან თანამშრომლობს. მათი თანამშრომლობა მას შემდეგ დაიწყო რაც Apple-მა FBI-ს მსროლელის iPhone-ის გახსნასთან დაკავშირებით უარი უთხრა.
2016 წელს FBI-მ Apple-ს ამერიკელი მსროლელის ტელეფონის განბლოკვას სთხოვდა. კომპანიამ განაცხადა, რომ მომხმარებლების უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა Apple-ის მთავარი პრინციპია, ამის გამო სპეცსამსახურებმა დასახმარებლად ისრაელს მიმართეს.
წყარო: Forbes