სიახლეები

iPhone 8 და iPhone 8 Plus-ი შესაძლოა ერთმა სმარტფონმა ჩაანაცვლოს

656views

Apple-ი 2018 წელს iPhone X-ის ახალ ხაზს გამოუშვებს, რომელიც მთლიანად ჩაანაცვლებს iPhone 8-სა და iPhone 8 Plus. ამის შესახებ ავტორიტეტული ანალიტიკოსი — Ming-Chi Kuo აცხადებს.

ექსპერტების აზრით, სამივე ახალი სმარტფონი iPhone X-ის სტილში შესრულდება (Face ID-ის მხარდაჭერით) უმცროსი მოწყობილობები აღჭურვილი იქნება LCD ეკრანებით, ხოლო საუკეთესო ვერსია OLED ტექნოლოგიით (6.5 ინჩი) ორმაგი უკანა კამერა და 4GB ოპერატიული მეხსიერება.

ახალი iPhone-ის ფასი KGI Securities-ის მონაცემებით 699$ შეადგენს და ის 105-დან 115 მილიონამდე ცალი გაიყიდება. ხოლო 95-დან 105 მილიონამდე გაიყიდება 799$-ანი ვერსია, ახალგაზრდა სმარტფონი შეძლებს მიიღოს iPhone-ის გაყიდვების 50%.

როგორც ჩანს, Apple მთლიანად ერგება ახალ უღილაკო და უსაზღვრო ეკრანიანი სმარტფონის ხაზს.

Comments

comments

Leave a Response