რა? არ ველოდით? მაგრამ ტიმ კუკი მაინც აღფთოვანებით გამოხატავს შედეგებს.
ინვესტორებისა და აქციონერების ყოველწლიურ შეხვედრაზე ტიმ კუკმა მეოთხე კვარტლის ფისკალური შედეგები წარმოადგინა, რითაც ყველა აღფრთოვანებული დარჩა. როგორც წინა სტატიებში აღვნიშნეთ, Apple-მა თავისივე რეკორდი დაამყარა და მალე მსოფლიოში პირველი კომპანია გახდება, რომელიც 1 ტრილიონ დოლარს მიაღწევს.
ამ დადებით და წარმატებულ სიახლეებთან ერთად, iPhone X-ის გაყიდვების და მომხმარებლების შეფასებაზეც გაამახვილეს ყურადღება. კვლევის მიხედვით iPhone X-ის მომხმარებლების 99% კმაყოფილია. წინა წელს იგივე კვლევის შედეგად ასეთი მაჩვენებელი იყო:
- iPhone 7 – 95%
- iPhone 7 Plus – 99%.
გარდა ამისა Apple-ის სერვისებს ოფიციალურად 250 მილიონი აბონენტი იყენებს, რაც ძალიან კარგი შედეგია.
ზოგადად კუკმა აღნიშნა, რომ პოზიტიური დინამიკა განვითარდა. ერთადერთი რაც მას არ მოსწონს, Apple Pay-ის პოპულარობის დაბალი მაჩვენებელია.