სიახლეები

ფლორიდაში Apple-ის AirPods-ი აუფეთქდათ

133views

როდესაც ფლორიდაში მცხოვრები Jason Colon-ი ფიტნეს დარბაზში თავის AirPods-ებში მუსიკას უსმენდა, უეცრად ცალმა ყურსასმენმა  თეთრი კვამლის გაშვება დაიწყო.

როგორც Jason-ი ყვება, მან ყურსასმენები მოიხსნა და დახმარების მისაღებად გაიქცა, როდესაც უკან დაბრუნდა მას ცალი ყურსასმენი განადგურებული დახვდა.

“ის მომენტები არ დამინახავს, მაგრამ აშკარად აფეთქდა, რომ მივედი შემწვარი დამხვდა!” — აცხადებს მერვე არხის ჟურნალისტთან.

როგორც ჩანს, სპორტულ დარბაზში იმ მომენტში არავინ იყო, შესაბამისად აფეთქებუს ფაქტს თვითმხილველი არ ჰყავს — ეს მხოლოდ ვარაუდია.

Apple-მა განაცხადა, რომ კომპანია დროულად გამოიძიებს ამ ინციდენტს და შესაბამისად დაეხმარება Jason Colon-ს.

Comments

comments

4 Comments

Leave a Response