კვლევითი კომპანია IDC-მ გამოაქვეყნა ანალიტიკური ანგარიში, რომელშიც წარმოგვიდგინა ინფორმაცია მოთხოვნაზე ისეთ საინტერესო პროდუქტზე, როგორიც არის პლანშეტები.
iPad კვლავინდებულად ყველაზე პოპულარულ მოწყობილობად რჩება მსოფლიოში და არანაირ შანს არ უტოვებს Samsung-ს, ან Amazon-ს. გასულ წელს Apple-მა გაყიდა 43.8 მილიონი ასეთი მოწყობილობა.
Samsung-ის და Amazon-ის შედეგები უფრო მოკრძალებულია: 24.9 და 16.6 მილიონი ცალი. ჯამურად ორივე მწარმოებელმა 41.6 მილიონი მოწყობილობა გაყიდა, რაც 2.2 მილიონით მაინც უფრო ნაკლებია, ვიდრე iPad-ის გაყიდვები.
აიპედების გაყიდვით ეფლმა გასულ კვარტალში 5.8 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა და 6%-იანი ზრდა აჩვენა წინა კვარტალთან შედარებით. საშუალო ფასი წლის განმავლობაში 22 დოლარით გაიზარდა: $445 2017 წელს, ნაცვლად $423-ისა 2016 წელს.
დაუდასტურებელი ინფორმაციის თანახმად, 2018 წელს Apple აპირებს ახალი აიპედების გამოშვებას, Face ID სკანერით და ეკრანის გაზრდილი ფართობით.
წყარო: MR