როგორც ჩანს, Apple ახალ მოწყობილობებს ამ გაზაფხულზე წარმოგვიდგენს. ამაზე მეტყველებს DigiTimes-ის ანგარიში.
ტაივანური გამოცემის თანახმად, მომწოდებლები Apple-ისგან დიდი მოცულობის შეკვეთებს მიიღებენ. და ყოველი მათგანი დაკავშირებულია iPhone, iPad და MacBook-თან. მათი წარმოდგენა 2018 წლის მარტში არის დაგეგმილი.
თავდაპირველად გამოცემა საუბრობდა ახალი თაობის Apple Watch-ზე, მაგრამ არა iPhone-ზე.
არის იმის ალბათობა, რომ ამ გაზაფხულზე მაინც გამოვა მეორე თაობის iPhone SE.
თუმცა უნდა ითქვას, რომ DigiTimes-ს ხშირად შეშლია პროგნოზები. ასე რომ მოდი ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ და დაველოდოთ მარტს.
წყარო: Macrumors