სიახლეები

Apple Music-ის მომხმარებლების რაოდენობა საოცრად იზრდება!

274views

Apple Music-ს მომხმარებლების რაოდენობამ ოფიციალურად 36 მილიონს მიაღწია, გასული წლის სექტემბრიდან სერვისში 30 მილიონიანი ზრდა დაფიქსირდა  იტყობინება The Wall Street Journal-ი. 

როგორც გამომცემლობის ჟურნალისტები იტყობინებიან, Apple Music-ის მომხმარებლების ზრდა ბევრად უფრო სწრაფია ვიდრე ეს Spotify-ს შემთხვევაში ხდება. ეს მონაცემი ჯერჯერობით მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ითვლება. აშშ-ში Apple-ის მუსიკალურ სოციალურ ქსელში, ყოველ თვიური მატება 5%-ს შეადგენს, ხოლო Spotify-ის 2%-ით იკლებს.

ამ ეტაპზე ჯერჯერობით Spotify ისევ ლიდერობს, მათი მომხმარებლების რაოდენობა კუპერტინოელებს ორჯერ აღემატება და 70 მილიონს შეადგენს. ექსპერტების აზრით, კომპანია Apple-ის სერვისის ასეთი პოპულარიზაცია თუ გაგრძელდა, მომავალ წელს პირველობას მოიპოვებს, რაც უბრალოდ დროის ფაქტორია.

Comments

comments

5 Comments

Leave a Response