როგორც უკვე წინა სტატიაში დავწერეთ, 1 ოქტომბერს მეოთხე კვარტლის შედეგები გამოქვეყნდა.
კომპანია Apple-მა მეოთხე კვარტალში ყველა დროის ყველაზე დიდი მოგება დააფიქსირა. მსოფლიოში ყველაზე დიდმა კომპანიამ 20.1 მილიარდიან მოგებას მიაღწია, რომელი მოგებაც 2015 წლის ისევ თავისივე რეკორდს აუმჯობესებს.
კომპანიის ეს მოგება წინა წლის მეოთხე კვარტლის შედეგს 12%-ით აღემატება. რაც შეეხება მთლიანი წლის მოგებას, ამჯერად ციფრი 88.3 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 13%-ით აღემატება.
- iPhone: 77,3 მლნ. ცალი;
- iPad: 13,17 მლნ. ცალი;
- Mac: 5,1 მლნ. ცალი;
- სერვისები: $8,47 მლრდ.;
- სხვა პროდუქტები: $5,48 მლრდ…
ახლა რაც შეეხება მთავარ საკითხს, ბოლო წლების განმავლობაში ექსპერტები და კომპანიის დამკვირვებლები Apple-ს პირველი ტრილიონის მქონე კომპანიის სახელს უწინასწარმეტყველებენ. ამჯერად მსოფლიოში ყველაზე დიდი კომპანიის ღირებულება — 860 მილიარდ დოლარს შეადგენს.