ინსდაიდერები დარწმუნებული არიან, რომ macOS 10.14 და iOS 12 მიიღებს განახლებების მინიმალურ ოდენობას. სამაგიეროდ Apple ყურადღებას გადაიტანს ამ ორი საოპერაციო სისტემის სტაბილურობაზე. განახლებების კომპლექსურ ნაზავს ჩვენ გაისად ვიხილავთ.
მაგრამ წლის ბოლომდე macOS-მა შესაძლოა მიიღოს ახალი შესაძლებლობა, რომელზეც ბრენდის ფანატებს ბევრი აქვთ ნაფიქრი (მათ შორის მეც). მაკ-კომპიუტერებზე შესაძლებელი გახდება iOS-აპლიკაციების გაშვება.
Apple ამზადებს ერთგვარ განყოფილებას App Store-ში, სადაც განთავსება ე.წ. „კომბინირებული აპლიკაციები“.
ერთი თვის წინ Bloomberg News-ის ჟურნალისტმა, მარკ გურმანმა შეგვატყობინა, რომ კომპანია გეგემავს დეველოპერებს მისცეს საშუალება გამოუშვან ისეთი აპლიკაციები, რომელთა მართვა შესაძებელია როგორც მაუსით და ტრეკპედით, აგრეთვე სენსორული ეკრანითაც.
ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რომელ მოწყობილობაზე გაეშვება აპლიკაცია. ჯერ-ჯერობით უცნობია, რა ხერხებით უნდა Apple-ს მიაღწიოს დაგეგმილ მიზანს, მაგრამ მუშაობა SDK და API-ზე უკვე მიმდინარეობს.
iOS 12-ისა და macOS 10.14-ის ანონსი ამ ზაფხულს WWDC 2018-ზე მოხდება, ფინალური ვერსია შემოდგომაზე გამოვა. სრულიად შესაძლებელია, რომ წლის ბოლომდე ჩვენ უკვე შევძლოთ კროსპლათფორმული აპლიკაციებით.
წყარო: MR