სიახლეები

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ iPhone-ების შენელების შესახებ გამოძიება დაიწყო

321views

როგორც Bloomberg-ის წყაროები იტყობინებიან აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ iPhone-ების შენელების შესახებ გამოძიება დაიწყო.

უკვე ცნობილია, რომ ძველი iPhone-ების შენელება Apple-ის მიერ განზრახ ხდება. ამასთან დაკავშირებით კომპანიის ხელმძღვანელმა და კორპორაციის წარმომადგენლებმა ოფიციალური განცხადებები გააკეთეს. როგორც ჩანს აშშ-ს იუსტიციის სამინისტრო ამ საკითხის უფრო სიღრმისეულად განიხილავს და კომპანიისგან დეტალურ ინფორმაციას ითხოვს.

Apple ადასტურებს რომ უწყებისგან მოთხოვნები მიიღეს და ყველა კითხვას პასუხს გასცემენ.

ამ საკითხთან დაკავშირებით Apple-მა ახსნა განმარტება უკვე გააკეთა და ბოდიშიც მოიხადა. ამას გარდა მომხმაებლებს დაპირდნენ, რომ მომავალ განახლებებში სიტუაციას გამოასწორებენ.

Comments

comments

Leave a Response

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

საქართველოს ეფლის მომხმარებელთა ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი