სიახლეები

Apple-მა 2018 წელს შესაძლოა 3 ახალი MacBook-ი წარმოგვიდგინოს

353views

Apple მუშაობს სამ ახალ MacBook-ზე, რომლებიც T2 პროცესორით იქნება წარმოდგენილი — იტყობინება Bloomberg-ი. პუბლიკაციისთვის მოსაუბრეები არ ამჟღავნებენ ზუსტ ინფორმაციებს ამ ხაზებთან დაკავშირებით, რომლებიც გავლენას მოახდენს განახლებებზე, ასევე არაფერს ამბობენ გამოსვლის სავარაუდო თარიღზე.

ასევე ცნობილია, რომ უნდა მოხდეს MacBook Pro-ს განახლება. კომპანიის წარმომადგენლებმა დაადასტურეს მასზე მუშაობის ფაქტი. მისი გამოსვლის თარიღი 2018 წლის დასასრულს — 2019 წლის დასაწყისში განიხილება.

თუ აღმოჩნდა, რომ Apple MacBook Pro-ს განახლებას არ გეგმავს, შეგვიძლია  ვივარაუდოთ, რომ T2 ჩიპს MacBook Air-ი მიიღებს. MacBook Air 13 მიიღებს მთლიანად განახლებულ ეკრანს და კომპანია შეცვლის ამ კუთხით განვითარების ხაზს.

კომპიუტერული განახლებების გარდა, Bloomberg-ის წყაროები ამბობენ, რომ Apple მუშაობს ახალი iPad-ის დიზაინზე. ვარაუდობენ, რომ ახალი iPad 2018 წლის შემოდგომაზე გამოვა და ის A12X პროცესორი მხარდაჭერას მიიღებს — რამოდენიმე საგამოცდო ფუნქციასთან ერთად.

Comments

comments

Leave a Response