როგორც ჩანს Apple ნამდვილად აღფრთხოვანებულია HomePod-ის ხმის ხარისხით. 9to5mac-ის ჟურნალისტებმა შეიტყვეს, რომ HomePod-ს ექნება Flac ფორმატის მხარდაჭერა.
Flac — ეს არის ფორმატი, რომელიც ჩანაწერს ხმის ხარისხს არ უკარგავს. ჩანაწერი არის ზუსტად ისეთი, როგორიც თავდაპირველად. ის განსხვავებულია იმ ნაკადი სერვისების ფორმატებისგან სადაც ხმის ხარისხი მაინც იკარგება. მაგალითად როგორიცაა Apple Music-ი და Spotify.
Apple მომხმარებლებს ჰპირდება, რომ AirPlay 2-ის დახმარებით ჩაწერა/გადაღება მოხდება მაქსიმალურად სუფთა, დანაკარგების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია იყენებს საკუთარ სტანდარტს ALAC (Apple Lossless Audio Codec), სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ მათ Flac-ზე ფიქრი უკვე წინა წელს დაიწყეს.
აუდიოფილები აფასებენ და ხარობენ Apple-ის ამ გადაწყვეტილებას, სათამაშო HomePod-ით, მაღალი ხარისხის მიღება შეიძლება.
წყარო: 9to5mac