Consumer Electronics Show — 2018 წლის კომპიუტერული ელექტრონიკის ყოველ წლიური გამოფენა ბევრად მოსაწყენი გამოდგა, ვიდრე ეს წინა წლებში იყო. ღონისძიებაზე ბევრმა კომპანიამ საინტერესო პროდუქტები წარმოადგინა, მაგალითად როგორიცაა Apple-ის HomeKit-ი. iOS-ის მოწყობილობების მართვა ძირითადად HomeKit-ის მხარდაჭერით ხორციელდება, ძალიან საინტერესოა სხვა მოწყობილობებთან მისი ურთიერთობა.
ღონისძიებაზე კომპანია Philips-მა წარმოადგინა ჭკვიანი ნათურების ახალი ხაზი – რომლებსაც მუშაობა ქუჩაში შეეძლებათ, აივნსებსა და ვერანდებზე. გარდა ამისა, ამ ნათურების მნიშვნელოვანი შესაძლებლობა მათ ჭვკიანურ გადაწყვეტილებებში გამოიხატება, ისინი რეაგირებენ თამაშსა თუ ფილმებში მომხდარ მოვლენებზე. ან უბრალოდ მუსიკაზე.
ჩვენთვის უფრო საინტერესო რამ კომპანია Kohler-მა და Moen-მა წარმოადგინა — მიქსერი და საშხაპე სისტემა, რომლის გაკონტროლებაც Apple-ის Siri-თ არის შესაძლებელი. წყლის ჩართვა/გამორთვა — სიძლიერის მომატება/დაკლება.
ასევე, ჩვენთვის მნიშვენლოვანი მოწყობილობა წარმოადგინა კომპანია Belkin-მა, ეს არის ახალი აქსესუარი — უკაბელო დამტენი iPhone X, iPhone 8 და iPhone 8 Plus-სთვის. ახალი დამტენი ელეგანტურად და ამასთანავე მინიმალისტურად გამოიყურება.
ასევე ვიხილეთ კიდევ ერთი დიდი ხნის ნანატრი მოწყობილობა კომპანია DJI-სგან — Osmo Mobile 2. ახალი სტაბილი��ატორით ჩვენი მოწყობილობის მართვა ბევრად გამარტივდა, მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია, ბატარეის დამუხტვის შესაძლებლობაა.
Apple-ის მომხმარებლებს ამ წლის CES-ის ღონისძიებამ ცოტა იმედები გაუცრუათ, ისინი უფრო განსაკუთრებული შესაძლებლობების მოწყობილობებს ელოდნენ.