სიახლეები

რა ემართება iPhone X-ის ეკრანს უწყვეტი მუშაობის 510 საათის შემდეგ

402views

iPhone X Apple-ის პირველი სმარტფონია OLED-ეკრანით. ათობით ტექნოლოგიურმა გამოცემამ ამ ეკრანს საუკეთესო უწოდა. მაგრამ ისევე როგორც ნებისმიერი OLED-ეკრანი, iPhone X-ის ეკრანსაც გააჩნია გარკვეული ტექნოლოგიური თავისებურებანი.

საქმე იმაშია, რომ ორგანული შუქდიოდები კარგად ვერ იტანენ სტატიკური გამოსახულების გამოტანას. ასეთი გამოსახულების ჩვენებისას დიდი ხნის განმავლობაში დიოდები იწვება, ხოლო ეკრანზე რჩება ნარჩენი გამოსახულება.

ტესტურმა ლაბორატორიამ Cetizen გადაწყვიტა შეადარებინა iPhone X, Samsung Galaxy Note 8 და Galaxy S7 Edge-ის ეკრანები, სტატიკური გამოსახულების ხანგძლივ ჩვენებაზე.

სამივე მოწყობილობაზე გამოტანილი იქნა სურათი, რომელიც ეკრანზე უწყვეტად ჩანდა 510 საათის განმავლობაში. შედეგი ცალსახად გაახარებს iPhone X-ის მფლობელებს.

OLED-ეკრანის  ამოწვის ეფექტი iPhone X-ზე შესამჩნევია, მაგრამ ისე მნიშვნელოვნად არა, როგორც მაგალითად Galaxy Note 8-ზე.

გრაფიკულ რედაქტორში კონტრასტულობის მომატების შემდეგ შეგვიძლია დავათვალიეროთ ამომწვარი პიქსელები.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველა სმარტფონი 21 დღის განმავლობაში მუშაობდა და აჩვენებდა ერთი და იგივე გამოსახულებას, iPhone X-მა აშკარად თავი გამოიჩინა.

რიგით მომხმარებელს შეუძლია არ ინერვიულოს OLED-ეკრანის ამოწვასთან დაკავშირებით. მთავარი პირობა — არ დატოვოთ iPhone X-ის ეკრანი დიდი ხნით ჩართული ერთი და იგივე გამოსახულებით.

წყარო: Yahoo

Comments

comments

Leave a Response