უკვე რამდენიმე თვეა ანალიტიკოსები აქტიურად განიხილავენ 2018 წელს iPhone X-ის ახალი მოდელის გამოსვლას გადიდებული ეკრანით. საუბარია iPhone X Plus-ზე. დღეს ცნობილი გახდა, რომ Apple უკვე ჩამოყალიბდა OLED-ეკრანის საკვანძო მომწოდებელთან დაკავშირებით.
OLED-ეკრანების მომწოდებელი გახდება LG Display. ამ სიახლის ფონზე კომპანიის აქციების ფასი მკვეთრად გაიზარდა.
გამოქვეყნებული ანგარიშგების მიხედვით, LG Display 15 მილიონ OLED-ეკრანს გამოუშვებს. შედეგად, LG ძირითადი მომწოდებელი გახდება და Samsung-ს შეავიწროვებს.
ახლა LG უშვებს IPS-მატრიცებს iPhone 8 და 8 Plus-ისათვის. თუ ჭორებს დავუჯერებთ, წელს ეფლი ერთდროულად ორ ახალ მოდელს შემოგვთავაზებს, 5.8 და 6.5 დუიმიანი ეკრანებით. Samsung გამოუშვებს ელრანებს უმცროსი მოდელისათვის, LG — iPhone X Plus-ისათვის.
2017 წელს Apple-მა უკვე ჩადო LG Display-ში რამდენიმე მილიარდი დოლარი ინვესტიციის სახით. სამწუხაროდ, კომპანიის წარმოამდგენლები აღნიშნავენ, რომ LG-მ ვერ შეძლო დაგეგმილ სიმძლავრეებზე გასვლა და ამას ის 2019 წელს შეძლებს.
LG Display-სთვის ასეთი დიდი შეკვეთის მიცემა ცოტა არ იყოს, სახიფათოა. სწორედ LG გახდა OLED-ეკრანების მიმწოდებელი Pixel 2 XL-ისათვის, რომელსაც საკმაოდ ბევრი პორბლემა ჰქონდა.
წყარო: MR