ტაივანურმა ანალიტიკურმა კომპანია TrendForce-მა უკვე არა ერთხელ დაადასტურა მრავალი ჭორი და საინფორმაციო გაჟონვა. ამჯერად კომპანია ამტკიცებს, რომ Apple სულ მალე წარმოგვიდგენს მეორე თაობის iPhone SE-ს.
TrendForce-ს შეუერთდა გამოცემა Economic Daily News. ინსაიდერების მონაცემებით, 4 დუიმიანი სმარტფონის დამზადება ინდოეთში მიმდინარეობს.
TrendForce ასევე აღნიშნავს რომ 2018 წლის ყველა ფლაგმანი Face ID-ის გაუმჯობესებული ვერსიით იქნება აღჭურვილი. უფრო მეტიც, Apple გეგმავს გაზარდოს მეხსიერების მოცულობა და დანერგოს AMOLED-ეკრანები ყველა სიახლეში
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კუპერტინო გაზრდის სმარტფონების წარმოებას 5%-ით — 1.46 მილიარდიდან 1.53 მილიარდამდე.
წყარო: Macrumors