სიახლეები

სულ მალე გავიგებთ, რამდენი iPhone X გაყიდა Apple-მა

420views

Apple-მა განაახლა საიტის ის სექცია, სადაც განთავსებულია ინფორმაცია ინვესტორებისათვის. კომპანიამ დაანონსა მორიგი ღონისძიება, სადაც მოგვითხრობენ კომპანიის ფინანსური წარმატებების შესახებ 2018 წლის პირველ კვარტალში.

1 თებერვალს Apple გამოაქვეყნებს გასული კვარტლის შედეგებს, შესაბამისად ჩვენ გავიგებთ, თუ რამდენი iPhone X გაიყიდა. ასევე გავიგებთ iPhone 8 და iPhone 8 Plus-ის გაყიდვებსაც.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ კომპანიის შემოსავალი 84-87 მილიარდი დოლარის ფარგლებში იქნება, ხოლო მოგება 38%-ის ფარგლებში. ეს მონაცემები მორიგი რეკორდის მაჩვენებელი იქნება კომპანიისათვის. გასული წლის იგივე პერიოდში შემოსავალი 78.4 მილიარდი დოლარი იყო.

 

წყარო: MacRumors

Comments

comments

Leave a Response