სიახლეები

Apple-მა შესაძლოა Netflix იყიდოს

597views

Citi-ს ანალიტიკოსების მოსაზრებით, Apple სერიოზულად უდგება სტრიმინგული სერვისის, Netflix-ის შეძენის საკითხს. ამ კომპანიის შეძენით, კუპერტინო შეძლებს ერთბაშად რამოდენიმე პრობლემის მოგვარებას:

  • საავტორო შიგთავსის მნიშვნელოვანი ბაზის მიღებას;
  • სამომხმარებლო ბაზის გაფართოებას (ამ კუთხით Netflix-ს დიდი წარმატებები აქვს);
  • კორპორატიულ გადასახადზე ეკონომიას, რაც დაკავშირებულია აშშ-ს ტერიტორიაზე ახალი საგადასახადო კოდექსის ამოქმედებასთან.

ამალიტიკოსების შეფასებით, იმის ალბათობა, რომ Apple შეიძენს Netflix-ს, 40%-ია. სერვისის მიერთებით, Apple კანონიერად შეძლებს სამშობლოში 220 მილიარდი დოლარის დაბრუნებას. ამჟამად ეს თანხა ქვეყნის გარეთ ოფშორულ ანგარიშებზეა.

და ბოლოს, Netflix გზას უხსნის Apple-ს ახალი ონლაინ-კინოთეატრისაკენ, რომელიც, თუ ჭორებს დავუჯერებთ, პირდაპირ iTunes-ში იქნება ჩაშენებული.

კუპერტინოს მხრიდან კომენტარები ამ საკითხზე ჯერ არ გაკეთებულა.

წყარო: FE

Comments

comments

1 Comment

Leave a Response