როგორც ჩანს, რამდენიმე სარჩელის შემდეგ Apple-მა მენეჯმენტში რაღაც გადაწყვეტილებები მიიღო.
დღეს კომპანიამ აკუმულატორის გამოცვლის სერვისზე ფასები შეამცირა.
შეგახსენებთ, რომ Apple-მა დაადასტურა აკუმულატორის გაუარესების გამო iPhone-ების შეფერხებით მუშაობა. კომპანიის ეს გადაწყვეტილება, აპარატის სიცოცხლის გახანგრძლივების მიზნით მიიღება.
გუშინ, 28 დეკემბერს Apple-მა ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელიც კიდევ უფრო ხაზსს უსვამს:
“ჩვენ არასდროს შევამცირებთ iPhone-ის სიცოცლის ხანგრძლივობას”.
თუმცა, მომხმარებელთა პრობლემების მოგვარების მიზნით, Apple-მა სათადარიგო აკუმულატორის გამოცვლის ფასი შეამცირა. ფასი 50 დოლარით შემცირდა — ეს სერვისის აქამდე $79 ღირდა, ახლა მისი ფასი $29-ია.
ჩვენ ვიცით, რომ ზოგიერთ თქვენგანს ჰგონია რომ ჩვენ ამას განზრახ ვაკეთებდით და მათ იმედები გაუცრუვდათ. ძალიან ვწუხვართ.
ჩვენი მიზანია ყოველთვის საუკეთესო პროდუქცია შევქმნათ, რომელიც ჩვენ მომხმარებელს უყვარს. iPhone-ი, რომელიც ყველაზე პერსპექტიული და გრძელვადიანი სმარტფონი იქნება.
აკუმულატორის გამოცვლა iPhone 6S-დან ზევით მოდელებზე შეგიძლიათ, აქცია 2018 წლის იანვრიდან, 2018 წლის დეკემბრამდე გაგრძელდება.
გარდა ამისა, 2018 წლის დასაწყისში მივიღებთ სპეციალურ განახლებას. ეს განახლება მომხმარებელს საშუალებას მისცემს თავიის iPhone-ის აკუმლატორის შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღოს. ისინი თავად დაინახავენ როგორ გავლენას ახდენს ის სმარტფონზე.