ჩვენ უკვე დიდი ხანია Apple-ის Campus-ზე აღარ გვისაუბრია და აღარ გვინახავს მისი შენების პროცესი — სექტემბრის შემდეგ გაცილებით მეტი ხე და მცენარი გამოჩნდა ტერიტორიაზე, ოფისის სტრუქტურა კი უკვე სრულიად დამთავრებულია.
Steve Jobs-ის იდეის თანახმად Apple-ის ამ გიგნატურ ოფისში უნდა ყოფილიყო დიდი გამწვანებული ტერიტორია. Apple-ის ამჟამინდელმა ხელისუფლებამ, როგორც ჩანს დამფუძნებლის აზრი გაითვალისწინა და ახლა Campus-ში შეგიძლიათ დიდი ნაკრძალი ნახოთ — ეს ადგილი მართლაც დიდ ბუნებრივ ნაკრძალად იქცა.
ვიდეოში ნახავთ თუ როგორ იცვლება შენობის ტერიტორია.
ვიდეოში ჩანს, რომ ზოგიერთი შენობი ისევ ცვლილებების და შენების პროცესშია, ვიდეოში ასევე “Steve Jobs Theater” — შენობა რომელიც სრულიად დამთავრებულია და ყოველთვის მზად არის სტუმრების მისაღებად. მისი ავტოსადგომი მუდმივად სავსეა. ჯერჯერობით გაურკვეველია მის ოფისში მუშაობენ უკვე თუ არა, მაგრამ წყაროებზე დაყრდნობით ვიცით, რომ ამ წლის ბოლომდე Apple-ის თანამშრომლები ახალ ოფისში უნდა გადავიდნენ.