სიახლეები

Apple ნებას დართავს დეველოპერებს შექმნან კროს-პლათფორმული აპლიკაციები

400views

Apple დაამატებს ახალ ხელსაწყოებს დეველოპერებისათვის, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი იქნება შეიქმნას ერთი აპლიკაცია, რომელიც იმუშავებს როგორც iOS-ში, აგრეთვე macOS-შიც. ამის შესახებ გვატყობინებს Bloomberg.

აპლიკაციები ისე იქნება შექმნილი, რომ მათ შეძლონ მუშაობა სენსორულ ეკრანთან, მაუსთან და ტრეკპადთან იმის მიხედვით, რომელ პლათფორმაზე გამოიყენება. ახალი ფუნქციის დამატება იგეგმება iOS 12-ში და macOS 10.14-ში, შემდეგ წელს. თუმცა გრაფიკი შეიძლება შეიცვალოს.

მოსალოდნელია, რომ სიახლის შესახებ ეფლი WWDC 2018-ზე გვამცნობს. დეველოპერებს ექნებათ საკმარისი დრო იმისათვის, რომ შექმნან სრულფასოვანი აპლიკაციები, რომლებიც სხვადასხვა საოპერაციო სისტემებში იმუშავებენ.

სავარაუდოთ, ახალი SDK ორინტირებული იქნება ძირითადად iOS-ზე და საშუალებას მოგვცემს დავამატოთ Mac-ის მხარდაჭერა, და არა პირიქით.

Bloomberg-ის ანგარიშში არ არის დაზუსტებული, თავსებადი იქნება, თუ არა ამ ტიპის აპლიკაციები tvOS-თან, ან watchOS-თან. ეს საოპერაციო სისტემები საკმაოდ განსხვავდებიან და სავარაუდოთ მათი მხარდაჭერა ამ ეტაპზე არ იგეგმება.

წყარო: 9to5

Comments

comments

22 Comments

    1. მაიკროს გადაწყვეტილება არასწორად მიმაჩნია — როდესაც ერთი საოპერაციო სისტემაა ყველა მოწყობილობისათვის. დესკტოპზე და ნოუთბუკზე თაჩ ინტერფეისი არის მცდარი გზა. ეფლი სხვანაირად აკეთებს: აპლიკაცია მიიღებს იმ ინტერფეისს, სადაც გაშვებულია — iOS-ზე იქნება კლასიკური მობილური აპი, macOS-ზე — კლასიკური ფანჯრებიანი აპი, თაჩის გარეშე. მოკლედ, აქაც ეფლი სუკათესო ვარიანტს შემოგვთავაზებს. თანაც არ დაგვავიწყდეს, რომ მაიკროს აღარ აქვს მობილური ბაზარი, პარქტილულად 0%-ის ტოლია.

    2. უნივერსალური აპლიკაცია მუშაობს ყველა მოწყობილობაზე და ზუსტად ამ მოწყობილობებზეა მორგებული ყველაფერი. სთორიდან იწერ აპლიკაციას კომპიუტერზე, x-box-ზე, მობილურზე და სხვა მოწყობილობებზე. ინტერფეისებიც არაა ერთნაირი

    3. ვიცი, უბრალოდ მაიკროს მობილური მოწყობილობა ფაფუ, გინდ ყოფილა, გინდ არა. ასევე მათი უნივერსალური აპლიკაციის არსებობას არანაირი აზრი აღარ აქვს

    4. ეგ არის მტავარი საკითხი ზუსტად 🙂 ბაზარი არარ აქვს მაიკროს, გინდა აკეთოს, გინდა — არა 😀

    5. ეფლი მასე არ გააკთებს, არ ექნება Macbook Pro-ს თაჩ ეკრანი. ანუ ნახე. ვთქვათ გვაქვს რაიმე აპლიკაცია. მაკზე ის გეშვება კლასიკური UI-თი: ფანჯრები, მაუსისა და ტრეკპადის მხარდაჭერით. და არავითარი თაჩი! იგივე აპლიკაცია გაშვებული iPad Pro-ზე იქნება windowless და მხოლოდ თაჩ ფუნქციით, შესაბმისად UI იქნება სრულიად სხვა. იზი 😉

    6. ორივე UI დამურაბენული გაქვს ეფლის მოხმარებლებს: macOS-ისაც და iOS-საც. სხვათაშორის, შესაძლოა არ იცოდე, მაგრამ macOS-ში შეუძლებელია ფანჯრების ვიზუალური ცვლილება, როგორც ეს არის ვინდოუსში თემების საშუალებით. და ეს სწორია. დაწერს ვიღაც თავის დაფეხვილ თემას, წითელი და სამკუთხა ბუტონებით და იმტვრიე მერე თავი 😀 ინტერფეისის უნიფიკაცია კონკრეტულ საოპერაციო სისტემაში ხისტად უნდა იყოს, ყოველგვარი გამონკალისების გარეშე!

    7. თაჩიც იქნება მაკბუქებში და აიმაკებში….
      ჯერ არ მოსულა ამის დრო…
      კუკის ეფლი არ შეიძლება შევადაროთ სტივს

Leave a Response