სიახლეები

Phil Shiller-ი 2017 წლის მნიშვნელოვან ფაქტებზე და ხარვეზებზე საუბრობს

463views

iOS 11 ერთ-ერთი ყველაზე საკამათო და ხმაურიანი განახლება გამოვიდა Apple-თვის, მისი ოპტამიზაცია თავიდან ცოტა არ იყოს არასტაბილური იყო. ამ ფაქტს Apple-ის მარკეტინგის უფროსი — Phil Shiller-იც ადასტურებს. Phil-მა The Telegraph-თან ინტერვიუში iOS 11-ის ყველა შეცდომაზე ისაუბრა.

კრიტიკული მოწყვლადობა MacOS-ში, რომელიც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ ადმინისტრატორის პრივილეგიები. ხვრელი Home Kit-ის უსაფრთხოებაში და ათეულობით ნაკლოვანებები — Apple-ის მენეჯერი განმარტავს:

მოკლედ, რა შეიძლება ითქვას, წინა კვირა არ გამოდგა კარგი, ჩვენ მივიღეთ რამოდენიმე გაუთვალისწინებელი ბაგი (ინტერვიუ ამ ხარვეზების აღმოჩენიდან 1 კვირაში აიღეს Shiller-სგან) ახლა გუნდი თავიდან ბოლომდე ყურადღებით შეამოწმებს სისტემას და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს.

მიუხედავად ამ ყველაფრისა Shiller-ი ენთუზიაზმით აღნიშნავს, რომ iPhone X — ეს არის “კომპანიის კიდევ ერთი ინოვაციური სმარტფონი” თუმცა ის უკომენტაროდ iPhone 8-საც არ ტოვებს.

ჩვენთვის 2017 წელი ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით ახალი თაობის სმარტფონზე. ეს არის iPhone 8. გადავწყვიტეთ, რომ ამაზე არ შევჩერებულიყავით და გამოვუშვით სმარტფონი, რომელიც შეცვლის მთლიანად სმარტფონების ინდუსტრიას. iPhone X — უნიკალური სრულყოფილად სამუშაო პროდუქტი.

ახლა სმარტფონების განყოფილებაში Apple არც ისე ცოტა iPhone-ს ყიდის. მაგრამ Shiller-ს არ სჯერა, რომ Apple Store-ის დახლებზე თაროები სავსეა:

ჩვენ ისევ ვყიდით iPhone SE-ს, რადგან მას ჩვენი ძალიან ბევრ მომხმარებელი ყიდულობს. ამ სმარტფონის სამომავლო გეგმებზე, განახლებების შესახებ ჯერჯერობით არაფრის თქმა შემიძლია.

ჟურნალისტებს არ დავიწყებიათ Shiller-სთვის HomePod-ის გაყიდვაში ჩაშვებასთან დაკავშირებით კითხვის დასმა. მისი გამოსვლის თარიღის გადაწევის მიზეზი მხოლოდ ის არის, რომ Apple-ის ყველა პროდუტი გამოსვლისთანავე “მუშაობისთვის მზად უნდა იყოს”.

ამ შემთხვევაში HomePod-ს ცოტა მეტი დრო დაჭირდა. Phil Shiller-მა კიდევ ერთხელ ხაზ გასმით აღნიშნა, რომ Apple მაქსიმალურად ფიქრობს პროდუქტის ხარისხზე და ამჯობინებს მოწყობილობა მოგვიანებით გამოუშვას, მაგრამ სრული ფუნქციონალით.

წყარო: [9to5mac] 

Comments

comments

Leave a Response