სიახლეები

Samsung-ი რამდენიმე თვეში HomePod-ის კონკურენტს წარმოგვიდგენს

366views

გიგანტი კომპანია Samsung-ი გეგმავს წარადგინოს ჭკვიანი სვეტი — HomePod-ის კონკურენტი, მისი წარდგენა მომავალი წლის პირველ კვარტალშია დაგეგმილი. ამის შესახებ Bloomberg-ის საინფორმაციო სააგენტო იტყობინება. ჭკვიან  სვეტზე ფოკუსირება მხოლოდ სამხრეთ კორეულ კომპანიას არ სურს.

როგორც წყაროები იტყობინებიან, Samsung-ის სვეტში მნიშვნელობას მის ხმის ხარისხს მიაქცევენ. ეს გადაწყვეტილება სწორ სტრატეგიად მიიჩნევა, რადგნ დღეს ბაზარზე არსებული მოწყობილობები — Amazon Echo და Google Home მაღალი ხარისხის ხმის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ.

სხვა კომპანიეის მსგავსად, Samsung-ის სპიკერში ჩამონტაჟებული იქნება ჭკვიანი აქსესუარების კონტროლერი, რითიც სახლში არსებულ ტექნიკასა და მოწყობილობებს გააკონტროლებს. ასევე მას Apple-ის Siri-ის მსგავსად Bixby-ს მსგავსად ხმის ასისტენტი ეყოლება. პირველად ამ მიმართულებით განვითარების შესახებ კომპანიამ 2017 წლის აგვისტოში გვაცნობა.

მოწყობილობის სავარაუდო ღირებულება 200 დოლარი იქნება — Apple-ის HomePod-ი 349 დოლარი ღირს.

Comments

comments

Leave a Response