სიახლეები

2018 წელს Apple Music-მა შესაძლოა ერთ-ერთი კონკურენტი ჩამოიშოროს

299views

მიუხედავად იმისა, რომ Jay-Z ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მუსიკოსია, მისმა თავდაპირველმა ოპტიმისტურმა ინიციატივან,  მუსიკალური სტრიმინგის სერვისში — არ გაამართლა.

როგორც 9to5Mac-ის წყაროები იტყობინენა, მუსიკალური სერვისი Tidal-ის ბიუჯეტი შემცირდა და ის რამოდენიმე თვეში დაასრულებს არსებობას.

ბოლო მონაცემებით, გასული წლის განმავლობაში კომპანიამ 44 მილიონი დოლარი იზარალა. მთლიანობაში, პარტნიორებთან ერთად ნახევარი მილიარდი დოლარი დაიკარგა.

როგორც ანალიტიკოსები განგვიმარტავენ, ინვესტორები თუკი არ მოისურვებენ Tidal-ში ფულის ჩადებას, კომპანიის რესურსებიდან გამომდინარე მათი არსებობა 2018 წლის ზაფხულამდე გასტანს. როგორც ვიცით, ფიჭურმა კომპანია Sprint-მა Tidal-ში 200 მილიონი დოლარის ინვესტიცია გააკეთა — ისინი ამ ქმედებას უკვე ნანობენ.

სერვისის მთავარი ფუნქცია, მუსიკის lossless ფორმატში მოსმენაა, ანუ ხარისხის დაკარგვის გარეშე. ამ სიამოვნების მიღებაში Tidal-ი თვეში 19.99 დოლარს ითხოვს, რაც ორჯერ ძვირია Spotify-სა და Apple Music-თან შედარებით.

Comments

comments

Leave a Response