სიახლეები

ყველაზე პოპულარული სიტყვა Google-ის საძიებო სისტემაში: 1. iPhone 8, 2. iPhone X!

249views

გიგანტმა კომპანია Google-მა გამოაქვეყნა ახალი სტატისტიკა ყველაზე ხშირად მოძიებულ სიტყვებს შორის, 2017 წელს გუგლში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს შორის — iPhone 8 მოხვდა.

ამ ყველაფრის მიზეზი ერთი მარტივი და ლოგიკური ფაქტია, რის გამოც iPhone 8 უფრო პოპულარული გახდა. Apple-ის მომხმარებლების მასიური ნაწილი, 12 სექტემბერს კომპანიისგან ნუმერაციულად iPhone-ის მერვე მოდელს ელოდა.

რა თქმა უნდა iPhone X-იც ერთ-ერთი ყველაზე პიპულარული სიტყვაა რაც Google-ში დაიწერა, მაგრამ ის iPhone 8-ის შემდეგ მოდის და მეორე ადგილს იკავებს.

გაჯეტების კატეგორიაში iPhone-ების შემდეგ — ნინტენდოს კონსული, Samsung Galaxy S8 და Xbox One X მოყვებიან.

კომპანია Google-მა მომხმარებლებს ტრადიციულად ახალი სარეკლამო ვიდეო რგოლი წარუდგინა, ვიდეოში აღბეჭდილია ყველაზე პოპულარული და მნიშვნელოვანი ფაქტები, რომლებსაც ხალხი Google-ის საიტის მეშვეობით ეცნობოდნენ.

წინა წელს, პირველ ადგილზე iPhone 7 გავიდა, მეორე ადგილს კი Pokemon GO იკავებდა.

1.Meghan Markle
2.iPhone 8
3.Hurricane Irma
4.Fidget spinner
5.Manchester bombing
6.Grenfell Tower
7.13 Reasons Why
8.Tara Palmer-Tomkinson
9. Shannon Matthews
10.iPhone X

Comments

comments

Leave a Response